საზოგადოება
24.07.2024 13:23
გორში ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს

გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებულ ამერიკულ სივრცეში ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს.

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ცნობით, მოსწავლეები არაერთ საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობენ.

„ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლაში ოცი მოსწავლეა ჩართული, რომლებიც არაერთ შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობენ. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ლიდერული, კომუნიკაციის და ჯგუფურობის უნარების წარმოჩენა/გაუმჯობესებაა“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ნანა კარკაძემ.

პროექტი აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები