კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით, დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სააგენტო ონლაინ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვწეროთ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ან შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - saagento18@gmail.com “, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის რეკომენდაციის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა. მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ჩვეული გრაფიკით აგრძელებენ მუშაობას მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეები, სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. მუნიციპალიტეტის მერიის სხვა თანამშრომლები კი, შესაძლებლობის ფარგლებში, დისტანციური შრომის პირობებზე გადადიან. ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს მერიის კანცელარია და მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ყველა არსებული სერვისი.