საზოგადოება
24.07.2024 11:38
26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის - ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ ხელისუფლების მხრიდან უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა.

„26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა ხელისუფლების მხრიდან. პირველად ისტორიაში, ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება შედეგები, ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საარჩევნო პროცესში. 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს და „ქართული ოცნება“.

26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველო ბნელ წარსულსა და ნათელ ევროპულ მომავალს შორის. დარწმუნებულები ვართ, ხალხის მხარდაჭერით მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე.

კვირის ამბები