საზოგადოება
24.07.2024 11:34
გორის საგამოცდო ცენტრში გეოგრაფიის გამოცდა მიმდინარეობს, რეგისტრირებული 80 აბიტურიენტიდან ტესტზე 72 გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ამ წუთებში, გორის საგამოცდო ცენტრში გეოგრაფიის გამოცდის ბოლო სესია მიმდინარეობს.

გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 80 აბიტურიენტიდან ტესტზე 72 აპლიკანტი გამოცხადდა.

„დილის სესიაზე, რეგისტრაციის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები, თუმცა, დღევანდელ გამოცდაზე 8 აპლიკანტი არ გამოცხადდა. ყველა სამსახური (დაცვის, სასწრაფო, სახანძრო) ადგილზეა და საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება მომდევნო დღეების განრიგს, ხვალ და ზეგ, თითო შერეული სესიაა ჩანიშნული. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს დასრულდება“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას თინათინ გვერდწითელმა.

კვირის ამბები