შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა და მიმდინარე საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და რეგიონში დაგეგმილი პროექტების და ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებსაც.
როგორც ლევან ხარაბაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები კოორდინირებულ და ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.