სტალინის და ამილახვრის ქუჩების კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, - ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, თანამშრომლებს სანათების ნაწილი დაზიანებული, ნაწილი კი ადგილზე არ დახვდათ.
სააგენტო მოქალაქეებს საერთო სარგებლობის სივრცეების გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.