გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ მეორე წრისთვის მზადებას იწყებს.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი 23 ივლისს შეიკრიბება და პირველ ოფიციალურ მატჩამდე ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
1-ელ აგვისტოს „გორი“ „გარდაბანს, 5 აგვისტოს - „ხაშურს“, 10 აგვისტოს - „იბერია 2“-ს, 14 აგვისტოს - „ლოკომოტივი 2“-ს, ხოლო 20 აგვისტოს „კასპს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, პირველი წრის ბოლო შეხვედრა „გორმა“ „ლოკომოტივი 2“-ის წინააღმდეგ გამართა. მატჩი გორელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს