USAID-ის პროგრამა - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ჩართული ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი აქტივობა - „ახალგაზრდები და ტურიზმი“ განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში, ბენეფიციარები ახალგაზრდა ტურისტების თავისებურებებს და მოთხოვნებს გაეცნენ. გარდა ამისა, ის თანამედროვე მიდგომები შეისწავლეს, რომლებიც მათზე მორგებულ ტურებს ახასიათებს.
აქტივობა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.