საზოგადოება
12.03.2020 22:39
სკოლა ,,თამარიონი“ დისტანციური სწავლების მეთოდზე გადადის

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლა „თამარიონი“ დისტანციური  სწავლების მეთოდზე გადადის.

„თამარიონი“ სასწავლო პროცესს 16 მარტს, ონლაინ რეჟიმში განაახლებს. სკოლის დირექტორის, თამარ უთნელიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არდადეგების გახანგრძლივებისთანავე მიიღეს.

„მასწავლებლები ოპერატიულად დარეგისტრირდნენ ონლაინ ტრენინგზე, რომელიც შაბათს გაიმართება. ტრენინგის მოსმენის შემდეგ, ისინი შეიმუშავებენ სასწავლო გეგმებს და 16 მარტიდან შეუდგებიან მუშაობას.  სკოლის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ხოლო მოსწავლეები უკეთ დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს“.

სოციალურ ქსელში, სკოლა მშობლებისა და მოსწავლეებისათვის განკუთვნილ რეკომენდაციებსაც ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა საქართველოში მდებარე მთელ რიგ დაწესებულებებში მიმდინარეობს, ზოგიერთმა მათგანმა კი, ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

კვირის ამბები