გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს პროექტი „საზაფხულო სკოლა“ დასრულდა.
საგანმანათლებლო პროგრამაში სოციალურად დაუცველ ან იძულებით ადგილნაცვალ ოჯახებში მცხოვრები მოზარდები მონაწილეობდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარები არაერთ შემეცნებით-გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ.
რაც შეეხება „საზაფხულო სკოლის“ მიზანს, მოზარდებში ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.