დღეს, 22 ივლისს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში ბენდი „4+2“ - გიორგი ცხადაძე და თაკო კაკალაშვილი, კონცერტს გამართავს.
ღონისძიება გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წლის გეგმიური ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, თანამედროვე ცეკვის კონკურსი - Just Dance ჩატარდება. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია კი 20:30 საათიდან დაიწყება.
რაც შეეხება დაჯილდოებას, პირველ და მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს პრიზები გადაეცემათ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება