საველე პირობებში დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით, გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო ტრენინგ-კურსი ჩატარდა.
შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ტრენერი ალექსანდრე ოქროპირიძე უძღვებოდა.
ღონისძიებაზე ღია და დახურული მოტეხილობები, ჭრილობები, სისხლდენის შეჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია (ჩვილებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში) განიხილეს.
„შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის მიხედვით, პირველი დახმარების ინსტრუქტაჟის გავლა ერთ-ერთი მთავარი სწავლებაა, რომელიც ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.