საზოგადოება
22.07.2024 11:31
ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი შიდა ქართლში მცხოვრები ქალებისთვის

შიდა ქართლში მცხოვრები ქალებისთვის ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი იწყება.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფემინისტები“ სასწავლო პროგრამას პროექტის „ფემინისტური ქსელის მშენებლობა“ ფარგლებში ახორციელებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კურსი განკუთვნილია შიდა ქართლში მცხოვრები ქალებისთვის, ვინც ინგლისურ ენას საწყის დონეზე (A2-B1) უკვე ფლობს და სურს, სასაუბრო ლექსიკა და წერითი უნარები გაიუმჯობესოს.

„მონაწილეობის მისაღებად, პირველ რიგში, უნდა გაიაროთ ონლაინ ტესტი (www. cambridgeenglish. org/test-your… /for-schools/ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად და მიღებული შედეგები მიუთითეთ სააპლიკაციო ფორმის შესაბამის გრაფაში.

შემდეგ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და აუცილებლად მიუთითოთ ტესტის შედეგი shorturl. at /Zgqfy“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება კურსს, 12 სასწავლო საათს მოიცავს. შეხვედრები ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გორში, ხელოვნების სახლში (გურამიშვილის ქ. 5) ჩატარდება.

აპლიკაციის მიღება 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გაკვეთილები კი 29 ივლისიდან დაიწყება.

 

კვირის ამბები