ქორეოგრაფიული ანსამბლი „ერისიონი“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ხვალ, 20 ივლისს გორში კონცერტს გამართავს.
ღონისძიება 20:00 საათზე, გ.ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და დასწრება თავისუფალია
ორგანიზატორების ინფორმაციით, მაყურებელი „ერისიონის“ სრულიად ახალ შოუ-პროგრამას იხილავს, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა შექმნეს.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ არა საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის გვერდში დგომა, სამინისტროსგან მიღებული დაფინანსება და მხარდაჭერა, „ერისიონი“ რეგიონებში კონცერტებს სრულყოფილად ვერ ჩაატარებდა.
ასევე, ანსამბლის სახელით დიდი მადლობა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გაწეული დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის“, - აცხადებენ ანსამბლ„ერისიონის“ ხელმძღვანელები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება