საზოგადოება
19.07.2024 12:39
ხელთუბანში დასუფთავების აქცია მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში დასუფთავების აქცია მოეწყო.

ახალგაზრდებმა სოფელში არსებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მნიშვნლოვანია, რომ თითოეული ადამიანი გაუფრთხილდეს ბუნებას და არ დაანაგვიანოს გარემო.

„ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ, ჩვენ ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან ერთად, ხელთუბნის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ. მადლობა აქტივობაში ჩართულ ყველა ბავშვს და ახალგაზრდას“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

ცნობისთვის, დღეს, 19 ივლისს, 20:00 საათზე სტადიონზე კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხევი“ წარსდგება.

კვირის ამბები