საზოგადოება
06.10.2019 16:06
გორელმა მაშველებმა ორმოში ჩავარდნილი ტურა გადაარჩინეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, სასაფლაოს სიახლოვეს, ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის განაპირას ამოთხრილ 4მ. სიღრმის ორმოში ტურა ჩავარდა. სოფლის მაცხოვრებლებმა გარეული ცხოველის ამოყვანა თავად ვერ შეძლეს,112-ზე შესული შეტყობინების საფუძველზე შსს-ს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და ორმოში ჩავარდნილი ტურა გადაარჩინეს.

კვირის ამბები