20 და 21 ივლისს გორი ჭადრაკში შიდა ქართლის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
შეჯიბრი შიდა ქართლის რეგიონალური ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნირში 7, 9 და 11 წლამდე ასაკის მოზარდები (გოგონები და ჭაბუკები) იასპარეზებენ.
ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა დაბადების მოწმობის ასლი და სატურნირო შენატანის გადარიცხვის დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე: cialaqasoshvili @ gmail . com უნდა გადააგზავნონ. დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა 19 ივლისის 18:00 საათია.
რაც შეეხება პრიზიორებს, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი მედლები და დიპლომები გადაეცემათ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება