ერთიანი ეროვნული გამოცდები სამაგისტრო და ხელოვნების გამოცდით გრძელდება. პირველი სესია უკვე დასრულდა. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 181 აპლიკანტიდან ტესტზე 162 მაგისტრანტობის მსურველმა იმუშავა, ხელოვნების გამოცდაზე კი 21-დან 20 აბიტურიენტი გამოცხადდა.
„დილის სესიაზე, საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 20 არ გამოცხადდა.
რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და საგამოცდო ცენტრში ისევ მაგიტრანტობის მსურველებს ველოდებით - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.