სპორტი
18.07.2024 13:17
ქვიშის ხელბურთის საერთაშორისო ტურნირზე გორის ხელბურთელთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქვიშის ხელბურთის საერთაშორისო ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებთან ერთად, უცხოეთის გუნდებმაც იასპარეზეს.

ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა ჩილაშვილი, ალეკო გელაშვილი, საბა გელაშვილი, ლაშა ჭიქინაშვილი, ნიკა ჭიქინაშვილი, დავით ყურელი, გიორგი საათაშვილი, პაატა ჯობინაშვილი, გიორგი თედიაშვილი, გიორგი ალექსეევი, გიორგი ბიჩინაშვილი, ნიკა კაპანაძე და რეზი ბრეგვაძე.

ხელბურთელთა მწვრთნელები ლაშა შემშენოვი, გიორგი ტიელიძე და გია მამაცაშვილი არიან.

შეჯიბრი საქართველოს ეროვნული ფედერაცია - „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა და ურეკმა უმასპინძლა.

კვირის ამბები