შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი ბანას მშენებლობა მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა მეუფე სვიმეონმა (ცაკაშვილი) შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ლევან ხარაბაძეს და რწმუნებულის პირველ მოადგილეს სიმონ გულედანს გააცნო.
მასშტაბური მშენებლობა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება და პროექტის ავტორი სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე სვიმეონია. მისი განმარტებით, ტაძრის მშენებლობის მიზანი მომავალი თაობებისთვის ბანას ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.
ახალი ბანას მშენებლობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს