საზოგადოება
18.07.2024 12:22
ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ძირითად სარწყავ არხში წყლის მიწოდება განახლდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ძირითად სარწყავ არხში წყლის მოწოდება განახლდა.

მელიორაციის სამსახურის გორის სერვისცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, აღდგენილია სარწყავი არხის სათავე, რომელიც მდინარე ლიახვის ადიდების შედეგად დაზიანდა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ასევე, მოწესრიგდა სოფელ ტინისხიდში გამავალი არხის დაზიანებულ უბანიც და კალაპოტში 50 მეტრზეგოფრირებული მილები ჩალაგდა.

კვირის ამბები