კულტურა
17.07.2024 14:12
გორის თეატრი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში წარმოდგენებს ბათუმის თეატრში გამართავს

გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობები, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ბათუმის თეატრის სცენაზე წარმოდგენებს გამართავენ.

გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 21 ივლისს ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ლიტერატურული მონოსპექტაკლის - „მე მოვალ - სიზმარი“ჩვენებაა დაგეგმილი, 22 ივლისს კი რეჟისორი გიორგი თენაძე მაყურებელს „ოთარაანთ ქვრივს“ წარუდგენს.

სპექტაკლების ჩვენება 20:00 საათზეა დაგეგმილი.

დაინტერესებულ პირებს, ბილეთების შეძენა ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge უკვე შეუძლიათ.

კვირის ამბები