სპორტი
17.07.2024 14:10
ნუკრი ლომსაძის სახელობის ტურნირზე გორის ფეხბურთელთა გუნდმა გაიმარჯვა

ნუკრი ლომსაძის სახელობის ტურნირზე გორის ფეხბურთელთა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

შეჯიბრში 2013 წელს დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალურ შეხვედრაში გორის გუნდმა ხაშურის გუნდი დამაჯერებელი უპირატესობით, ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

მოწინააღმდეგის კარში სამი გოლი სოსო ღვინიაშვილმა გაიტანა. თითო გოლი კი ანტონ მერაბიანის, სანდრო გულბანის, მიშა ბეგიაშვილის და გიორგი ჩიქვილაძის ანგარიშზეა.

გორელთა მწვრთნელები ემზარ წკრიალაშვილი და გიორგი თედელური არიან.

ნუკრი ლომსაძის სახელობის ტურნირი ხაშურში ჩატარდა.

კვირის ამბები