საზოგადოება
17.07.2024 14:08
ფოტოგრაფიის უფასო ორთვიანი კურსი დასრულდა

გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა პროექტ „ART HOUSE 20 24“-ის ფარგლებში, ფოტოგრაფიის უფასო ორთვიანი კურსი დაასრულა.

გორელი ახალგაზრდების მონაწილეობით, კურსის დასკვნით ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში 4-დღიანი ფოტობანაკი მოეწყო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, იმუშავეს ინდივიდუალურ ფოტო პროექტის იდეებზე, მოაწყეს ფირის ფოტოგრაფიის მასტერკლასი, შექმნეს ხელნაკეთი ფოტოწიგნები. გარდა ამისა, მოაწყვეს ლაშქრობები ლევიტანას ტბასა და ბიისის ჩანჩქერზე,

შეგახსენებთ, პროექტი „ART HOUSE 20 24“გორის მუნიციპალიტეტის მერის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები