სპორტი
17.07.2024 12:53
მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა იწყება

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში, მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა იწყება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეჯიბრში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იასპარეზებენ.

აქტივობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები ( I ადგილი - 3 000 ლარი, II ადგილი - 2 000 ლარი, III ადგილი - 1 000 ლარი) გადაეცემათ.

„შეჯიბრში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იასპარეზებენ. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულს შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე განაცხადი (გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის). განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა 31 ივლისია. კენჭისყრის გამართვის თარიღის და საშეჯიბრო კალენდარი განაცხადების შემოტანის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

შეჯიბრების დებულების, განაცხადების ფორმის და სხვა დეტალების შესახებ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, ან დარეკოთ მერიის სპორტის განყოფილებაში ნომერზე: 597 00 86 00“, - აღნიშნულია ადმინისტრაციული თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუნიციპალური პირველობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საფეხბურთო კლუბი „გორის“ ორგანიზებით ჩატარდება.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები" შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება.

კვირის ამბები