ერთიანი ეროვნული გამოცდები სამაგისტრო გამოცდით გრძელდება. პირველი სესია უკვე დასრულდა. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 181 აპლიკანტიდან ტესტზე 162 გამოცხადდა.
„დილის სესიაზე, საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან ტესტზე 19 არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და 179 გამოსაცდელს ველოდებით - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ხვალ, 18 ივლისს, დილის სესიაზე ისევ სამაგისტრო გამოცდაა ჩანიშნული, მეორე სესია კი, აბიტურიენტებს დაეთმობათ, რომლებიც ხელოვნების გამოცდას ჩააბარებენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება