ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საბუთების მიღება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამხატვრო სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სკოლაში სწავლის პროცესი ორცვლიანია: დილის ცვლა 9:00 სთ-ზე დაიწყება და 12:00 სთ-ზე დამთავრდება; შუადღის ცვლა კი 14:30 სთ-ზე დაიწყება და 17:30 სთ-ზე დამთავრდება.
„სკოლაშიმოსწავლეები მე-4 დან მე-7 კლასის ჩათვლით მიიღებიან. საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 აგვისტომდე, 13:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა) სამხატვრო სკოლის შენობაში (ფარნავაზის ქუჩა N1).
რაც შეეხება საბუთებს, სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: 2 ფოტო (3/4) და დისკზე ჩაწერილი, მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა სკოლიდან, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.
აღსაზრდელები შეისწავლიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებს: გრაფიკას, ფერწერას, კომპოზიციას, ძერწვას, ხელოვნების ისტორიას. საგაკვეთლო პროცესი კი კეთილმოწყობილ, მყუდრო გარემოში, „სახელოსნოს“ პრინციპით ჩატარდება“, - აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და მას ძეგლთა დაცვის სამინისტრო იცავს.