სპორტი
16.07.2024 11:38
გორელმა კიკბოქსიორებმა თბილისში გამართულ სარეიტინგო საერთაშორისო ორთაბრძოლებში წარმატებით იასპარეზეს

გორელმა კიკბოქსიორებმა ნიკა მთიულიშვილმა და თორნიკე გიკაშვილმა „ჰიტრონში” გამართულ სარეიტინგო საერთაშორისო ორთაბრძოლებში პირველი ადგილი დაიკავეს.

პირველობისთვის ბრძოლაში მთიულიშვილმა სამი რაუნდი ჩაატარა და მოწინააღმდეგე დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა.

რაც შეეხება თორნიკე გიკაშვილს, მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ორივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მათი მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილია.

შეჯიბრი თბილისში ჩატარდა.

კვირის ამბები