შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა დაიწყო.
ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 18-25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
ახალგაზრდული ბანაკი ივლისსა და აგვისტოში განხორციელდება და ერთ ნაკადზე 96 ახალგაზრდას უმასპინძლებს. ბენეფიციარები ბანაკში ხუთი დღე დარჩებიან და კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთვებიან.
შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე. პროექტში პირველი 450 დარეგისტრირებული ახალგაზრდა (225 გოგო და 225 ბიჭი) ჩაერთვება.
ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება