საზოგადოება
15.07.2024 11:31
გორის საგამოცდო ცენტრში დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთაგან 27 არ გამოცხადდა - თინათინ გვერდწითელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 15 ივლისს, აბიტურიენტებთან ერთად საკუთარი ცოდნის დადასტურებას პედაგოგები ცდილობენ. გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ორი სესიაა ჩანიშნული.

„დღეს ორი შერეული სესიაა ჩანიშნული. ამ დროისთვის გორის საგამოცდო ცენტრში 452 აპლიკანტი  გამოცდას აბარებს. აბიტურიენტები - გეოგრაფიას, პედაგოგები კი გეოგრაფიის გამოცდას გადიან.  რაც შეეხება მეორე სესიას, ისევ მასწავლებლები და პედაგოგები (496 აპლიკანტი) არიან დარეგისტრირებულები.

საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ გვქონია რეგისტრაციის პროცეშიც”, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.

კვირის ამბები