საზოგადოება
15.07.2024 11:01
პროექტის „მწვანე გორი“ ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეკო-საგანმანათლებლო აქტივობაში ჩაერთნენ

პროექტის „მწვანე გორი“ ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით, ეკო-საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

ახალგაზრდებმა ბიისის ჩანჩქერის ბილიკი მყარი ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს დაცული ლანდშაფტის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების შესახებ ესაუბრნენ და ლაშქრობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააცნეს. გარდა ამისა, ორგანიზაციის „მწვანე რაზმების“ წარმომადგენლებმა აქტივობის მონაწილეებს დასუფთავებისთვის საჭირო ნივთები და ინვენტარი გადასცეს.

ღონისძიება ევროპის მდგრადი ენერგეტიკის დღეების ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი "მწვანე გორი" ნიდერლანდური გარემოსდაცვითი ორგანიზაციის - „The Tree Party“ დაფინანსებით და ორგანიზაცია - „მწვანე რაზმების“ მხარდამჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები