საზოგადოება
15.07.2024 10:59
ბიისში „საზაფხულო ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში „საზაფხულო ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“გაიხსნა.

მოზარდები ბანაკში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ გააცილეს და პირველ ნაკადზე ბანაკში 70 ბავშვი გაემგზავრა.

„ტანას ხეობაში ბანაკი წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, 14-დან 18 წლის ჩათვლით 500-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში, ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი გაემგზავრება და ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან.

პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება, ასევე, ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები