12.03.2020 13:13
სკოლა „ეისი“ დისტანციური სწავლების ფორმაზე გადადის
ქალაქ გორში მდებარე სკოლა „ეისი“, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დისტანციური სწავლების ფორმაზე გადადის. ამის შესახებ განცხადებას სკოლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
სკოლა „ეისი“-ში სასწავლო პროცესი 16 მარტიდან განახლდება და, მინიმუმ ორი კვირის განმვლობაში, ონლაინ რეჟიმში წარიმართება.
აღნიშნულ სკოლაში ონლაინ სასწავლო პროცესს დაწესებულების ტექნიკური ჯგუფი უზრუნველყოფს. ამ გადაწყვეტილებას, სკოლის მოსწავლეების მხრიდან, დადებითი შეფასებები მოჰყვა. „ეისი“-ის ადმინისტრაცია მათ თანადგომისა და ერთობლივი მუშაობისაკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ელ აპრილამდე შეჩერებულია. საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ფორმის შემოღებასთნ დაკავშირებით, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.