შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლას ჩოგბურთის მაგიდა გადასცა.
ფედერაციის პრეზიდენტის დავით ღამბაშიძის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, სხადასხვა ორგანიზაციის დახმარებით, სპორტული ინვენტარი ათობით სკოლას გადაეცა.
რაც შეეხება აქტივობის მიზანს, სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს.
„სპორტულ-საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, ფედერაციამ სხვადასხვა ორგანიზაციის თანადგომით, ჩოგბურთის მაგიდა და სპორტული ინვენტარი გორის მუნიციპლიტეტის სოფელ საქაშეთის, მერეთის, ვარიანის, არბოს, ქერეს, სკრის, ქვემო და ზემო ხვითის, ქვეშის, ქვემო და ზემო ნიქოზის, მეჯვრისხევის, მეღვრეკისის და პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლებს გადაეცათ. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში, შინდისის საგანმანათლბლო დაწესებულებაშიც იგეგმება ვიზიტი. ორგანიზაცია მსგავსი ტიპის აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნა დავით ღამბაშიძემ.
შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია 2023 წელს დაფუძნდა.