სპორტი
12.07.2024 11:07
გორში, პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ადგილობრივი სპორტსმენების ბანერები განთავსდა

გორში, პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე გორელი სპორტსმენების ბანერები განთავსდა.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელშეწყობით, ბანერები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟდა.

შეგახსენებთ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი გორელი სპორტსმენი იასპარეზებს.

გორელთაგან შეჯიბრში მონაწილეობას ძიუდოისტები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ასკილაშვილი, ასევე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - გენო პეტრიაშვილი და გოდერძი ძებისაშვილი მიიღებენ.

პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება.

კვირის ამბები