საზოგადოება
11.07.2024 15:30
აღმწერის პოზიციაზე დასაქმების მსურველ აპლიკანტებთან გორის მუნიციპალიტეტში გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, აღმწერის პოზიციაზე დასაქმების მსურველ აპლიკანტებთან გორის მუნიციპალიტეტში გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, მოსახლეობის გამოკითხვა 14 ნოემბერს დაიწყება. აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი - მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე მოსახლეობის მიერ აღწერის კითხვარების შევსებას გულისხმობს, 14 ნოემბერს დაიწყება და 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდს მოიცავს. აღნიშნულ ეტაპზე საქსტატის მიერ წინასწარ მომზადებული საველე პერსონალი პლანშეტური კომპიუტერის მეშვეობით, საქართველოს მასშტაბით, მათთვის განკუთვნილ სამუშაო არეალში მოსახლეობის გამოკითხვას კარდაკარის პრინციპით ჩაატარებენ.

კვირის ამბები