სამართალი
11.07.2024 13:52
გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ატენთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 26 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.

ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ზოგადი მდგომარერობა მძიმეა. პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა სისხლჩაქცევებით, აგრეთვე ფიქსირდება მრავლობითი კონტუზიური უბნები და ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, უტარდება ინტენსიური თერაპია“, - განაცხადა ჰოსპიტლის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსმა ზურაბ ნადირაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ატენთან გუშინ გვიან ღამით მოხდა.

როგორც ,,გორის მაცნეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კვირის ამბები