საზოგადოება
11.07.2024 11:42
შავშვებსა და ვარიანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები შენდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში- შავშვებსა და ვარიანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.

სამხარეო ადმინისტრაციის ონფორმაციით, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და ორივე პროექტზე, ჯამში, 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

რაც შეეხება პროექტებს, შავშვების საბავშვო ბაღი - 100, ხოლო ვარიანის საბავშვო ბაღი75 აღსაზრდელზეა გათვლილი. ორივე შენობა თანამედროვე სტადარტების შესაბამისად შენდება. გარდა ამისა, მოეწყობა ეზოები, ბავშვთა გასართობი სივრცეები და სამშენებლო სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

სოფლებში მიმდინარე სამშენებლო პროცესებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კვირის ამბები