საზოგადოება
10.07.2024 15:03
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა.

მონაწილეებმა ახალგაზრდული პროექტის შედეგები ასოციაცია HERA XXI-ის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგენეს.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ადვოკატირების თემაზე, ასევე, გაიმართა რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი - „ახალგაზრდების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაძლიერება“, აწარმოეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიები. ამ ეტაპზე კი ადვოკატირების ფაქტების ფურცელი მზადდება.

„პროექტის მიზანია, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური, საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლება. საკომუნიკაციო-ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას რომელიც ტრენინგის მონაწილეებმა ისწავლეს, საკუთარ თემში გამოიყენებენ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტი „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ / Youth for Youth ასოციაცია HERA XXI-ის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საერთაშორისო ქსელ YSAFE-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

კვირის ამბები