სპორტი
10.07.2024 14:18
„დილას” პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანჩესკო მიგელ კასტრო გაწვრთნის

გორის „დილას” პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანჩესკო მიგელ კასტრო გაწვრთნის.

საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის კასტრო არაერთ კლუბთან თანამშრომლობდა და ამ დრომდე, პორტუგალიაში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა.

„ჩვენს გუნდს კვლავ პორტუგალიური სამწვრთნელო შტაბი გაწვრთნის. გორის „დილას" ახალი მთავარი მწვრთნელი 45 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანჩესკო მიგელ კასტრო იქნება. მას ამ დრომდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად სამშობლოში უმუშავია. კასტო „მორიერენსეს" „ვიტორია გიმარაეშის" მეორე გუნდის, ბოლოს კი, „კოვილას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო. რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, „ბრაგას" და „მორიერნესეს" რიგებში აქვს ნათამაშები. მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობას სერხიო სანტოსი დაიკავებს. გენერალური მენეჯერის პოზიციაზე კი წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, რიკარდო კოშტა იმუშავებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გორის „დილას" მთავარი მწვრთნელი რუი მოტა გახლდათ, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში პოსტი დატოვა.

კვირის ამბები