საზოგადოება
10.07.2024 10:16
გორის საგამოცდო ცენტრში ინგლისურის გამოცდის ბოლო სესია მიმდინარეობს, რეგისტრირებული 493 აბიტურიენტიდან ტესტზე 471 გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ამ წუთებში, გორის საგამოცდო ცენტრში ინგლისურის გამოცდის ბოლო სესია მიმდინარეობს.

გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 493 აბიტურიენტიდან ტესტზე 471 აპლიკანტი გამოცხადდა.

„დილის სესიაზე, რეგისტრაციის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე 28 აპლიკანტი არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ამჯერად, ტესტირებაზე რუსულის, ფრანგულის, გერმანულის ჩაბარების მსურველ აპლიკანტებს და პედაგოგებს ველოდებით, რომლებიც გამოცდას ქართულში ჩააბარებენ - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნეთან“ საუბრისას.

კვირის ამბები