საზოგადოება
09.07.2024 12:21
ინოვაციური ბანაკი შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

შიდა ქაართლის რეგიონშიმცხოვრები ახალგაზრდებისთვის ინოვაციების ბანაკი „TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ ტარდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მონაწილეობა 15-19 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. ბენეფიციართა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდება.

ხუთდღიანი ბანაკი, რომელიც Web/Mobile Development მიმართულებით ინტენსიურ ტრენინგ კურსებს და ვორქშოპებს მოიცავს, ბაკურიანში ჩატარდება.

მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა Tech Park Georgia-ს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ.

ბანაკი კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით და შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები