საზოგადოება
09.07.2024 12:19
ინგლისურის გამოცდის პირველი სესია დასრულდა, გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 492 აბიტურიენტიდან ტესტზე 467 გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის - ინგლისურის გამოცდით გრძელდება. პირველი სესია უკვე დასრულდა. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 492 აბიტურიენტიდან ტესტზე 467 აპლიკანტი გამოცხადდა.

„დილის სესიაზე, საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე 492 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 25 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და 493 აპლიკანტს ველოდებით - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. უცხოურ ენაში - ინგლისურში გამოცდას აბიტურიენტები ხვალ, 13 ივლისს დილის სესისაზეც ჩააბარებენ. მეორე სესიაზე კი, ტესტირება რუსულის, ფრანგულის, გერმანულის ჩაბარების მსურველი აპლიკანტებისთვის და პედაქგოგებისთვისაა ჩანიშნული.

კვირის ამბები