საერთაშორისო ფესტივალის - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, დღეს, 7 ივლისს, გორში პერფომანსების ჩვენება გაიმართება.
„ძალა ერთობაშია“, „ისტორიები ჩვენი სახლიდან“ - გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის შიდა ეზოში წარმოდგენა 20:30 საათზე დაიწყება.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
შეგახსენებთ, საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგრანტო კონკურსის „საჯარო დიპლომატია 2024“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი