საზოგადოება
12.03.2020 12:52
გორის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა. მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ჩვეული გრაფიკით აგრძელებენ მუშაობას მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეები, სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. მუნიციპალიტეტის მერიის სხვა თანამშრომლები კი, შესაძლებლობის ფარგლებში, დისტანციური შრომის პირობებზე გადადიან. ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს მერიის კანცელარია და მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ყველა არსებული სერვისი.
კვირის ამბები