გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოგა ოთინაშვილი (70 კგ.) 20 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
სპორტსმენმა თურქი და უნგრელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ნახევარფინალში ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ბაიტუკაევს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი სომეხ ვლადიმირ აზარიანთან შეხვედრა 9:2 მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ოთინაშვილს ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული ორჯერ აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, 17 და 23-წლამდელთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელია. საქართველოს ჩემპიონატებზე კი არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორია.
ოთინაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. მისი პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება