გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-დან 17 ივლისის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +34 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 8 ივლისს, გორში მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +32 გრადუსს მიაღწევს.
ღრუბლიანობა, +34 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი 9 ივლისს.
ნალექი, ღრუბლიანობა და ელჭექია ნავარაუდევი გორში 10 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +32 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების ცნობით, დღის გარკვეულ მონაკვეთებში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი გორში 11-დან 17 ივლისის ჩათვლით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში არასტაბილური ამინდია ნავარაუდევი საქართველოს კურორტებზეც (მთის და ზღვის კურორტებზე).