საზოგადოება
08.07.2024 11:11
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში განაცხადების მიღება ხვალ განახლდება

გადამამუშავებელი საწარმოების შექმნით დაინტერესებულ იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოს თანადაფინანსებით ისარგებლონ.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება ხვალ, 9 ივლისს, 12:00 საათიდან განახლდება და 19 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება

„სახელმწიფო პროგრამის აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისთვის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის) ფინანსური დახმარების გაწევას, კერძოდ, პროექტის ჯამური ღირებულების თანადაფინანსებას არაუმეტეს 30%-ით (არაუმეტეს 350 000 ლარი). ამასთან, წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250 000 ლარს. რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლებების და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და კოოპერატივების დაფინანსების საკითხს, თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით (არაუმეტეს 350 000 ლარი)“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს, პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე: rda. gov. ge

კვირის ამბები