გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის სასწავლო ტრენინგი გაიმართება.
„მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით ჩატარდება.
სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებას, ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მოიცავს როგორც ინტერაქტიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
სასწავლო ტრენინგი განკუთვნილია 18 წლის ასაკს მიღწეული პირებისთვის, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება/გაფართოება, გააჩნია ბიზნეს-იდეა ან/და აქვს მეწარმეობის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარების მოტივაცია.
სასწავლო ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ: გორის, კასპის, ხაშურის, ქარელის, მცხეთის, დუშეთის, საჩხერის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის და ონის სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს.
ტრენინგ-კურსი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, მონაწილეობა უფასოა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 577 52 77 99.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 31 ივლისია.