გორის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 24 არ გამოცხადდა, - ამის შესახებ თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ განაცხადა. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა რეგისტრაციის პროცესშიც.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 503 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 24 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გამოცდისთვის განკუთვნილი დრო სამი საათია. გამოსაცდელთა მეორე ნაკადს ორი საათისთვის ველოდებით. ამ დროისთვის საგამოცდო პროცესში გრანტის გაუმჯობესების მსურველი სტუდენტები და სპეცმასწავლებლები ჩაერთვებიან,“ - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.